2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №8
2013 წლის 28 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის №21 დადგენილებით (სსმ V, #30, 27.09.2010, მუხ. 874) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სრულ კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას უწევს სტრატეგიული დაგეგმვის, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილების საქმიანობას.“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) სრულ კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას უწევს შემოსავლების პროგნოზირებისა და ანალიზის განყოფილების საქმიანობას.“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სტრატეგიული დაგეგმვის, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილება.“.
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის შესავალი ნაწილი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სტრატეგიული დაგეგმვის, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფლებამოსილებები:
1. სტრატეგიული დაგეგმვის, საინევსტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს ქალაქის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის კოორდინაციას და მონიტორინგის;
ბ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობას იღებს ქალაქის ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის, ასევე ეკონომიკური რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
გ) კოორდინაციას უწევს და შეიმუშავებს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს;
დ) უზრუნველყოფს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადებას;
ე) უზრუნველყოფს ადგილობრივი და საერთაშორისო საინვესტიციო და ეკონომიკური პროექტების მართვასა და კოორდინაციას;
ვ) მონაწილეობს ქალაქის საბიუჯეტო მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში;
ზ) მონაწილეობს თვითმმართველი ქ. ბათუმის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესში;
თ) შეიმუშავებს, განსაზღვრავს და ახორციელებს ქ. ბათუმის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა პოლიტიკას და პრიორიტეტებს;
ი) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ინფორმაციის საფუძველზე და ქალაქის განვითარების საკითხებზე უზრუნველყოფს ქ. ბათუმის უცხოეთის სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროსტრუქტურებთან, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშროლობის პროცესის კოორდინაციას და მართვას;
კ) კოორდინაციას უწევს ქალაქ ბათუმის დამეგობრებულ და სხვა ქალაქებთან/რეგიონებთან ეკონომიკური თანამშრომლობას;
ლ) მონაწილეობს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო საკითხებზე გამართულ ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სემინარებში, კონფერენციებში, ბიზნეს და საინვესტიციო ღინისძიებებში;
მ) უზრუნველყოფს ქ. ბათუმში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას და ინვესტორთა მხარდაჭერას;
ნ) აანალიზებს და აფასებს ქ. ბათუმის მერიაში შემოსულ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ და საინვესტიციო პროექტებსა და წინადადებებს;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს ქალაქის ეკონომიკური, სამეწარმეო და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას;
პ) ამზადებს წინადადებებს თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიულ პირებთან დაკავშირებით პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ჟ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
რ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი