2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
განკარგულება:გ - 15.15211761
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №71 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის
1-ლი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“
63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობა შემდეგი სახით:
ა) ელგუჯა ანდრიაძე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დიმიტრი ჭეიშვილი - კომისიის წევრი;
გ) ნატალია ზოიძე - კომისიის წევრი;
დ) ნატალია ძიძიგური - კომისიის წევრი;
ე) მუხამედ ართმელაძე - კომისიის წევრი;
ვ) ნერიმან ცინცაძე - კომისიის წევრი;
ზ) ანზორ დევაძე - კომისიის წევრი;
თ) არჩილ მამულაძე - კომისიის წევრი;
ი) თამაზ დევაძე - კომისიის წევრი
კ) ნაზი ფუტკარაძე - კომისიის წევრი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო- საკრებულოს თავმჯდომარე