2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - Nგ -15152115111
„მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №გ-15.15203581 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებუ¬ლომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №გ-15.15203581 განკარგულებაში შევიდეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის 1.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.3. ქ. ბათუმში, ჟ. შარტავას გამზირი №22-ში არსებული 112,3 კვმ ფართის №93 და №94 საცხოვრებელი ბინების (კორპუსი „ბ“; მე-4 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.27.05.017.01.01.093 და 05.27.05.017.01.01.094) შემდეგი მრავალშვილიანი ოჯახისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე: ნესტან მამულაძე (პ/№17001001478), ბადრი საგინაძე (პ/№61009002237), დაჩი აბულაძე (პ/№61009029762), დემნა აბულაძე (პ/№61009033919), ვაჩე საგინაძე (პ/ №61950011406); ალექსანდრე საგინაძე (პ/№61150019721), ანასტასია საგინაძე (პ/ №61550032384), მართა საგინაძე (პ/№61550046589), ეფემია საგინაძე (პ/№61850059324)“.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე