2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - Nგ -1515211519
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უზუფრუქტის ფორმით სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები) სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა გასცეს აღმასრულებელი ორგანოს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უზუფრუქტის ფორმით სსიპ „ბა-თუ¬მის ბულვარის“-ს სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები) 2019 ან/და 2020 წელს იჯარით მოსარგებლე ან/და არსებული ხელშეკრულების მქონე პირებისათვის სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით 2021 წლის 01 დეკემბრამდე ვადით სარგებლობაში გაცემაზე, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადგენილი ფასის შესაბამისად.
თანხმობა არ გავრცელდეს იმ მოიჯარეებზე, რომლებსაც აქვთ დავალიანება უზუფრუქტუარის წინაშე (გავრცელდეს მხოლოდ დავალიანების გადახდის შემთხვევაში), მოიჯარეებ¬ზე, რომლებზეც სარგებლობის წესით გაცემული იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული/რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა ან/და მისი ნაწილი, ასევე საიჯარო ხელშეკრულებებზე, რომლებიც ითვალისწინებდა შოურუმის მოწყობას.
2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლო¬ში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წე¬სით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე