ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 7
თარიღი: 2013-02-28
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

№7

2013 წლის 28 თებერვალი

ქალაქი ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული და­გეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვით­მ­მ­ა­რ­თ­ვ­ე­ლი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგე­ნი­ლე­ბა­ში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  :

მუხლი 1.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგე­­­მარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბა­­უმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენი­ლებაში (სსმ V, #65, 17.12.2010, მუხ.1952) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები

სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმასრუ-ლებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მშე­ნ­ე­ბ­ლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, რო­მ­ლე­ბიც როგორც წესი, იყოფა  სამ ურთიე­რ­თ­დამოკი­დებულ, მაგრამ ადმინი­ს­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მ­ო­­ების თვალსაზრი­სით დამოუკიდე­ბელ სტადიად: I სტადია – ქალაქ­თ­მ­შ­ე­ნ­ე­ბ­­ლო­ბ­ი­თი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირო­ბ­ე­ბ­ის დამ­ტ­კი­ცება); II სტადია – არქიტექ­ტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არ­ქ­ი­ტ­ე­ქ­ტ­ურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთა­ნ­­ხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა; 

ბ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი­ზე­ბ­ის ან ლე­გალიზებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შესა­ბა­მისი ადმინის­ტ­რა­ც­ი­ულ–სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

 გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკ­ვე­თე­ბის საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროეტის მომზადება;

დ) დადგენილი წესით  მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ე) დადგენილი წესით  უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობი­­­ტის ლეგალიზების პროცესში ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მონაწი­ლე­­ბის უზრუნველყოფა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარ­მო­ება;

ზ) მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მო­მზადება;

თ) კონკურსებისა და აუქციონების ორგანიზება ქალაქ ბათუმის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განსახორციელებლად;

ი) ქალაქ ბათუმის მოსახლეობის ინფორმირება დარგში არსებული მდგომარე­­ბის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

კ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი, სამართ­ლებრივი, ეკო­­ომიკუ­რი და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადებების შემუშავება მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყო­ფისათვის;

ლ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სარეკლამო და შემეცნე­ბითი მნიშ­­ნე­ლობის მასალების მომზადება და გავრცელება ქ. ბათუმის ტერიტორიაზე;

მ) სემინარებში, კონფერენციებში, ტრეინინგებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწი­ლე­ობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩატარების ორგანიზება;

ნ) თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

ო) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით და­­გენილ ვადებში და წესით განხილვა;

პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება;

ჟ) ურთიერთთანამშრომლობა, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შე­­­ბამის სტრუქტურებთან;

რ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯ­დო­მარის სხვა გადაწყვეტილებების და მერის სხვა დავალებების აღსრულება.

ს) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორ­ცი­­ლება.“.

 

 

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 და მე-5 მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ქ. ბათუმის მთავარი არქიტექ­ტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა

1. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემის ან/და სამშენებ­ლო დოკუმენტების პროექტის შეთანხმე­ბის ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. ბა­თუ­მის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებამდე მათი ქალაქთმშენებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე საკითხს იხილავს ქ. ბათუმის მთავარი არქიტექ­­­რი;

2. არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემის ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტის შეთანხმე­ბის ან შეთანხმებაზე უარის თქმის თა­­­­ზე ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებამდე  ქ. ბათუმის მერიის არ­ქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური აღნიშნული ეტაპის ადმინის­­­­ციული წარმოების დაწყებიდან სამი კალენდარული დღის განმავლობაში მათ განსახილ­ვე­ლად უგზავნის ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორს, რომელიც არქიტექტურულ პროექტს, კონსტრუქციულ ან ტექნოლოგიურ სქემას ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტს იხ­­ლავს მათი ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ განსახილ­ველად წარდგენიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა და ამავე ვა­და­ში საქმის მასალებს უბრუნებს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგე­­­­რების სამსახურს.

3. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქ­ციული ან ტექნოლოგიური სქემის ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტის თაობაზე მი­ღებული გადაწყვეტილება სავალდე­ბულოა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურ­­ანული დაგეგმარების სამსახუ­რისათვის, რაც ნიშნავს, რომ:

ა) თუ არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემა ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტი მოწონებული იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტო­­ის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტუ­რისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს უფ­ლება არ აქვს მოამზადოს მოწონებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან ტექნო­ლოგიური სქემის ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ მოტივით, რომ ისინი არ შეესაბამება ქალაქთმშე­ნებლობის მოთხოვნებს; 

ბ) თუ არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემა ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტი მოწონებული არ იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექ­ტო­რის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს უფლება არ აქვს მოამზადოს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემის ან/და სამშენებ­ლო დოკუმენტების პროექტის იმ ვარიანტის შეთანხმების თაობაზე,  რომელიც მო­­­­­­­ლი არ იქნა  ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ.

 

მუხლი 5. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი­ზების პროცესში ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა

1. თუ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი­ზე­ბის საკითხის განხილვისას დადასტურდა, რომ სავალდებულოა განხორციელდეს ლე­გა­ლი­­ზებას მოთხოვნილი ობიექტის მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყო­ბი­თი სა­მუ­შაოე­ბი, ობიექტზე ან მის ნაწილებზე მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კე­­ილ­მოწყო­ბითი სამუშაოების საკითხს იხილავს ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი;

2. თუ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი­ზე­ბის საკითხის განხილვისას დადასტურდა, რომ სავალდებულოა განხორ­ციელდეს ლე­გა­ლი­ზებას მოთხოვნილი ობიექტის ან მისი ნაწილების მოსაპირკეთებელი ან/და ტერი­ტო­რი­ის კეთილმოწყობითი სამუშაოები, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური, ობიექტის ლეგალიზების თაობაზე ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის  ადმინის­­რა­ციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყები­დან სამი კალენდარული დღის განმავლობაში საქმის მასალებს განსახილველად უგზავნის ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორს, რომელიც ობიექტის ან მისი ნაწილების მოსაპირ­კე­თე­ბე­ლი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქმის მასალების ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამ­სა­ხუ­რის მიერ განსახილველად წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა და ამა­ვე ვადაში საქმის მასალებს უბრუნებს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს.

3. ობიექტის ან მისი ნაწილების მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილ­მო­წყ­­ბითი სამუშაოების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე ქ. ბათუმის მთავარი არქიტექ­ტო­რის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ქ. ბათუმის მერიის არქიტექ­ტუ­რისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისათვის, რაც ნიშნავს, რომ:

ა) ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური ვა­­­ებულია უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი­ზებით დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს ობიექტის ან მისი ნაწილების იმ მოსაპირ­კე­თე­ბე­ლი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოების შესრულება, რომელიც განსაზ­ღვ­რული იქნა  ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ;

 ბ) თუ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი­ზე­ბით დაინტერესებული პირის მიერ სრულად იქნა შესრულებული ობიექტის ან მისი ნაწილების ის მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლებიც განსა-ზღვრული იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს უფლება არ აქვს მოა­­ზა­დოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ მო­ტი­ვით, რომ მის მიერ შესრულებული არ იქნა ობიექტის ან მისი ნაწილების მოსაპირ­კე­თე­ბე­ლი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები;

გ) თუ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი­ზე­­ით დაინტერესებული პირის მიერ სრულად არ იქნა შესრულებული ობიექტის ან მისი ნა­წი­ლების ის მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწ­ყობითი სამუშაოები, რომლებიც განსა-ზღვრული იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს უფლება არ აქვს მოამ­ზა­­ოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების თა­­ბაზე ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ დაუსრულებელი, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის არქიტექ­ტურული პროექტის შესაბამისად მშენებლობის დასასრულებლად ვადის განსაზღვრის თაობაზე  ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომ­ზა­დებამდე, არქიტექტურული პროექტის ქალაქთმშენებლობის მოთხოვნებთან შესაბა­მი­სო­ბის თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი;

5. არქიტექტურული პროექტის შეთანხმებამდე, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური აღნიშნული ეტაპის ადმინისტრაციული წარ­მო­­ბის დაწყებიდან სამი კალენდარული დღის განმავლობაში მათ განსახილველად უგზავნის ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორს, რომელიც არქიტექტურულ პროექტს იხილავს მათი  ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გან­სა­ხი­­ველად წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა და ამავე ვადაში საქმის მასალებს უბრუნებს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს.

6. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ არქიტექტურული პროექტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისათვის, რაც ნიშნავს, რომ: 

ა) თუ არქიტექტურული პროექტი მოწონებული იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქი­ტე­­ტო­რის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს უფ­ლება არ აქვს მოამზადოს მოწონებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად და­­­რულებელი ობიექტის მშენებლობის დასრულების ვადის განსაზ­ღვრაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ მოტივით, რომ იგი არ შეესაბამება ქალაქთმშენებლობის მოთხოვნებს. 

ბ) თუ არქიტექტურული პროექტი მოწონებული არ იქნა ქ. ბათუმის მთავარი არ­ქი­ტე­­ტორის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსა­ხუ­რს უფლება არ აქვს მოამზადოს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობის დასრულების ვადის განსაზღვრის თაო­ბა­ზე არქიტექტურული პროექტის იმ ვარიანტის შესაბამისად, რომელიც მოწონებული არ იქ­ნა  ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ.“.

 

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი).

2. სამსახურის უფროსს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

3. სამსახურის უფროსი:

) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;

) ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

) საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, რომელზედაც ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს;

) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება საკრებულოს თავმჯდომარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციე–ლებად;

) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში;

) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს თვითმ-მართველ ქალაქის – ბათუმის სამართლებრივი აქტების პროექტებს;

) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე, თვითმმართველობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;

) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს საკრებულოს თავმჯდომარეს, ქალაქ ბათუმის მერს, მერის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულების, ასევე მერიის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს;

) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;

) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

) ესწრება საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწი-ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ცალკეულ დავალებებს;

) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

 4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლება-მოსილება.

5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის წინაშე.

  6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და მერის კურატორი მოადგილის წინაშე.“.

 

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. . ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში (მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნა ან/და სხვა საფუძვლით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება) ან გათავისუფლებისას, თუ მერის სამართ-ლებრივი აქტის საფუძველზე ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის უფლებამოსილების შესრულება არ დაეკისრა ქ. ბათუმის მერიის სხვა თანამშრომელს, ასევე ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების პერიოდიდან მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის უფლებამოსილების შესრულების სხვა თანამშრომლისათვის დაკისრების პერიოდამდე, წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის და ქვეპუნქტები, ასევე მე-4 და მე-5 მუხლები არ მოქმედებს და ამ პერიოდში მთავარი არქიტექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტორისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი.“.

 

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქ­ვ­ე­­ყ­­ნე­ბისთანავე.

 

 

 

        საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                           ირაკლი  ჩავლეიშვილი

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები