2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - Nგ -1515211514
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით განსაკარგიპლაჟის მონაკვეთების წლიური საფასურის დამტკიცების და პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით განსაკარგი პლაჟის მონაკვეთების წლიური საფასური შემდეგი ოდენობით:
N |
მისამართი |
1 კვ.მ. მიწის ქირის წლიური საფასური (ლარი) |
|
საპლაჟო იფრასტრუქტურის განსათავსებლად |
მსუბუქი კონსტრუქციის განსათავსებლად |
||
1 |
ქალაქი ბათუმი, დასახლება კვარიათი |
30,00 |
60,00 |
2 |
ქალაქი ბათუმი, დასახლება გონიო |
27,00 |
55,00 |
3 |
ქალაქი ბათუმი, თამარის დასახლება |
25,00 |
50,00 |
4 |
ქალაქი ბათუმი, მახინჯაურის დასახლება |
25,00 |
50,00 |
5 |
ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლება |
27,00 |
55,00 |
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პლაჟის მონაკვეთების, წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული, 1 კვ.მ. მიწის ქირის წლიური საფასურის მიხედვით პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით, 2021 წლის 01 ნოემბრამდე ვადით სარგებლობაში გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებაზე.
3. პლაჟის მონაკვეთის პიდაპირი განკარგვის წესით იჯარის უფლებით მიმღები პირი ვალდებული იქნება დაფაროს სარგებლობაში მიღებულ პლაჟის მონაკვეთზე წინა წლებში არსებული საიჯარო ქირის დავალიანება.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე