ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515211512
თარიღი: 2021-05-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - Nგ -1515211512


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქ. N17-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 108-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სახელმწიფოს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა N17-ში მდებარე 14300,0 კვ.მ. (ს.კ. N05.30.02.027) და 1638,0 კვ.მ. (ს.კ. N05.30.02.026) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
2. სახელმწიფოსათვის წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემა მოხდეს:
ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემულ, წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის¬წი¬ნებულ მიწის ნაკვეთებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების განსათავსებლად ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობის დასრულების შემდგომ უნდა მოხდეს ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11ა-ში მდებარე, სახელმწიფოსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ 21026,0 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ.N05.24.08.091) განთავსებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 11577,45 კვ.მ. შენობა-ნაგებობების (მათზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა.
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ არ მოხდება სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემულ, წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების განსათავსებლად ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობის დასრულების შემდგომ ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11ა-ში მდებარე, სახელმწიფოსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ 21026,0 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ.N05.24.08.091) განთავსებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 11577,45 კვ.მ. შენობა-ნაგებობების (მათზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა.
სხვა შემთხვევაში სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება უბრუნდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს ქონების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.
3. ეთხოვოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაცია.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები