ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515211176
თარიღი: 2021-04-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - Nგ -1515211176


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ბონდი-2009“ (ამჟამინდელი მესაკუთრე/უფლებამონაცვლე - შპს „გრანდ მაისონი“) შორის 2019 წლის 29 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუქტის „დ.ვ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ბონდი-2009“-ს (ამჟამინდელი მესაკუთრე/უფლებამონაცვლე შპს „გრანდ მაისონ“) 2019 წლის 29 მაისს დადებულ პირობებით გამოცხადებული აუქციონის №18 ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილებების შეტანის თაობაზე:
ა) ხელშეკრულების 2.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 2.3. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა აუცილებლად უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს): სასტუმროებს ჯამში არანაკლებ 300 სასტუმრო ნომერს (არ იგულისხმება სასტუმრო აპარტამენტი ე.წ. ,,აპარტჰოტელი“), საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს (სპა, ფიტნეს ცენტრი), ღია და დახურულ საცურაო აუზს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, აპარტამენტებს, მრავალფუნქციურ გასართობ ცენტრს, საბილიარდე კლუბს, სავაჭრო ცენტრს, კინოთეატრს, არანაკლებ 100 ავტომობილზე გათვლილ მიწისქვეშა ავტოსადგომს;“.
ბ) ხელშეკრულების 2.3. პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 96 თვის ვადაში უზრუნველყოს შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის სრულად დასრულება (ექსპლუატაციაში შეყვანა), სასტუმროების ამოქმედება. სასტუმროს პროფილისა და 2.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სხვა ობიექტების ფუნქციური დანიშნულების შენარჩუნება სასტუმროების ამოქმედებიდან არანაკლებ 30 წლის განმავლობაში;“.
გ) ხელშეკრულების 2.3. პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სასტუმროს პროფილის შენარჩუნების ვადით სასტუმროების (ჯამში არანაკლებ 300 სასტუმრო ნომრის) მართვა განახორციელოს სასტუმროების საერთაშორისო ბრენდ(ებ)ის მეშვეობით, ან იმ სასტუმრო ოპერატორ(ებ)ის მიერ, რომლებიც კომპლექსის ამოქმედების მომენტისათვის OECD-ის წევრ ქვეყანაში ახორციელებენ სასტუმრო ქსელის ოპერირებას.“.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები