2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - Nგ -1515211175
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, სულაბერიძისა და შაფათავას ქუჩების კვეთაში მდებარე 45,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 91,26 კვ.მ. შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: 05.28.29.124) პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) ნანა ქაჯაიასათვის (პირადი N61002020689) გადაცემის თაობაზე.
2. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების სარგებლობის ვადა განისაზღვროს 5 წლის ვადით.
3. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვროს 10610,0 (ათი ათას ექვსას ათი) ლარის ოდენობით.
4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა, რომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონებით, მასზე აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდგომ პერიოდში ნანა ქაჯაიას მიერ სარგებლობის საფასურის დავალიანების გაქვითვა განხორციელდეს მიწის ნაკვეთზე აღნაგობის საფუძველზე აღმართული შენობა-ნაგებობის ღირებულების 2/3-ს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ნანა ქაჯაიასათვის ასანაზღაურებელი თანხიდან (55 139,20 ლარი).
5. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე