2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - Nგ -1515211174
ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული გარემოებების გამო საზოგადოებრივი სივრცის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გაცემასთან და გაცემის შეღავათიანი საფასურის განსაზღვრასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული გარემოებების გამო ქალაქ ბათუ¬მის მუნიციპალიტეტის საკრებულო მიიჩნევს, იმ მეწარმე ფიზიკური/იურიდიული თუ სხვა პირების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეს იყენებს გარე ვაჭრობის დანიშნულებით, ასევე რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეს მაგიდის და სხვა ნივთის (მათ შორის I კლასის ობიექტის) განთავსებისათვის, რომელზეც მომსახურების გაწევას ახდენს არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან, საზოგადოებრივი სივრცეების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიანი სარ-გებლობის უფლებით გაცემისას უნდა დაწესდეს გაცემის შეღავათიანი საფასური.
აღნიშნულის განხორციელების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები“-ს 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა საზოგადოებრივი სივრცის გარე ვაჭრობისათვის, ასევე რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე სივრცის მაგიდის და სხვა ნივთის (მათ შორის I კლასის ობიექტის) განლაგებისათვის, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან, საზოგადოებრივი სივრცე(ები) პირდაპირი განკარგვის წესით გასცეს სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, არაუმეტეს 2021 წლის 31 დეკემბრის ვადით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესითა და სხვა მოქმედი აქტებით განსაზღვრული წესითა და პირო¬ბებით.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა დაადგინოს ამ განკარგულების პირ¬ველი პუნქტის შესაბამისად საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის შეღავათიანი საფასური, დანართის შესაბამისად.
3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ამ განკარგულების შესრულების მიზნით გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
4. განკარგულება ძალაშია 2021 წლის 1 მაისიდან და მოქმედებს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე