ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 6
თარიღი: 2013-02-28
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

№6

2013 წლის 28 თებერვალი

ქალაქი ბათუმი

 

 

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვით­მ­მ­ა­რ­თ­ვ­ე­ლი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №38 დადგე­ნი­ლე­ბა­ში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  :

 

მუხლი 1.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დე­ბ­უ­ლების დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №38 დადგენი­ლებაში (სსმ V, #65, 17.12.2010, მუხ.1953) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმასრუ­ლე­ბელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატა­ცი­ა­­ში მიღების ან მი­ღე­ბა­ზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებ­რი­ვი აქტის პროექტის მომზადება;“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი).

2. სამსახურის უფროსს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

 

 3. სამსახურის უფროსი:

) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;

) ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისის სამართლებრივი აქტის პროექტებს;

) საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, რომელზედაც ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტებს;

) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება საკრებულოს თავმჯდომარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციე–ლებად;

) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში;

ი) ითანხმებს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე ხელშეკრულების პროექტებს;

) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს თვითმ-მართველი ქალაქის – ბათუმის სამართლებრივი აქტების პროექტებს;

) ითანხმებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებ-ლობასთან შესაბამისობას და თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე, თვითმმართველობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;

) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, მერის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულების, ასევე მერიის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს;

) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;

) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

) ესწრება საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, მერის და  მერის კურატორი მოადგილის ცალკეულ დავალებებს;

) საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.

5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის წინაშე.

6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და კურატორი მოადგილის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმასრუ­ლე­ბელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მშე­ნე­ბლობის ნებართვის საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატა­ცი­ა­­ში მიღე­ბ­ის ან მი­ღე­ბა­ზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შესა­ბა­მის ადმინისტრა-ციულ-სა­მ­ა­რთლებ­რი­ვი აქტის პროექტს;“.

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყ­ნე­ბისთანავე.

 

 

 

  საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                           ირაკლი  ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები