2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14
2021 წლის 27 აპრილი
ქალაქი ბათუმი
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე; www.matsne.gov.ge, 27/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016473) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივი-დუალური საცხოვრებელი სახლების, მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი II კლასის დამხმარე ხასიათის შენობა-ნაგებობების და II კლასის ღობეების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის) მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად დადგინდეს მშენებლობის დეტალური შეტყობინება, კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე