ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 12
თარიღი: 2021-04-27
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №12
2021 წლის 27 აპრილი
ქალაქი ბათუმი

„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის
განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2018 წლის 28 ივნისის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის
შესახებ


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №51 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016399) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ“.
2. დადგენილების 1-ლი, მე-2 და 21 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის 20 (ოცი) ლარით, გარდა ამ დადგენილების 21 მუხლისა.
მუხლი 2
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის 20 (ოცი) ლარით, გარდა ამ დადგენილების 21 მუხლისა.
მუხლი 21
2021 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის განისაზღვროს 0,1 ლარით.“.
3. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდა ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები