2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - №გ - 15152108913
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის N20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის N20 განკარგულებაშიშეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო, შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნატალია ზოიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) |
- |
ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
|
ბ) თამაზ სალუქვაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; |
გ) ირაკლი პატარიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; |
დ) ზურაბ ნაკაიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე;
|
ე) დიმიტრი ჭეიშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
|
ვ) მირდატ ქამადაძე (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე;
|
ზ) ნატალია ძიძიგური (ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ თავმჯდომარე; |
თ) ნერიმან ცინცაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“) |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ თავმჯდომარის მოადგილე; |
ი) რაულ თავართქილაძე (დამოუკიდებელი წევრი)
|
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ბათუმი“ თავმჯდომარე; |
კ) არჩილ მამულაძე (დამოუკიდებელი წევრი)
|
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ბათუმი“ თავმჯდომარის მოადგილე;
|
ლ) ლელა სურმანიძე
|
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი;
|
მ) ნინო კერვალიშვილი |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი;
|
ნ) თეა ჯანჯღავა |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი;
|
ო) თამარ გუდავა |
- |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;
|
პ) მაყვალა კვირიკაძე |
- |
მეწარმე ქალთა ასოციაციის თავჯდომარე;
|
ჟ) ნანა ჭანტურია |
- |
არასამთავრობო ორგანიზაციის „ერთობა თანადგომისთვის“ (დევნილთა საზოგადოება) თავმჯდომარე;
|
რ) რამინ მაჭარაშვილი |
- |
არასამთავრობო ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ წევრი;
|
ს) მედეა მიქელაძე |
- |
ბათუმის „მეგობრობის სახლის“ თავმჯდომარე;
|
ტ) თამილა დოლიძე |
- |
ბათუმის „გენდერის მედიაცენტრის“ ხელმძღვანელი;
|
უ) პალინა ჯაღატაშვილი
|
-
|
„სმენის არმქონე/პრობლემების მქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის ცენტრის“ თავმჯდომარე; |
ფ) ირმა აბულაძე
|
- |
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი;
|
ქ) ბექა მაჭუტაძე |
- |
ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის ბათუმის ტრეფიკინგის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის უფროსი.“. |
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე