ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 5
თარიღი: 2013-02-28
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

№5

2013 წლის 28 თებერვალი

ქალაქი ბათუმი

 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების

 შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის

24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

 

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  :

 

მუხლი 1.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენი­ლებაში (გაზეთიბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010. გვ: 2-4) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4.  მერიის უფლებამოსილება

1. მერიის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს (შემდგომში - საკრებულო)  სამართლებრივი აქტებით.

2. მერია გადაწყვეტილებას ღებულობს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლება-მოსილებას მიკუთვნებულ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელზედაც მერიის მიერ გადაწყვეტი-ლების მიღება პირდაპირ გათვალისწინებულია საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, მათ შორის იმ საკითხებზე რომელზედაც გათვალისწინებულია საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობა მერიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით.

3. საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შესაბამის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერის წარდგინებით.

4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით მიეკუთვნება თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას (გარდა ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ასევე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, როგორც მერიის, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის უშულო  უფლებამოსილება (მათ შორის საფინანსო დოკუმენ-ტაციის ხელმოწერაზე) გადაწყვეტილების მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის წინამდებარე დებულებით) დადგენილი წესით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილების (ბრძანება, ხელშეკრულება და სხვა) პროექტს ამზადებს მერიის შესაბამისი დარგობრივი სამსახური (სამსახურები). გადაწყვეტილების პროექტს ხელს აწერს მის მომზადებაზე პასუხისმგებელი მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი. გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაზე კოორდინაციას ახორციელებს მერი ან/და მერის შესაბამისი კურატორი მოადგილე.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალიწინებულ საკითხებზე ერთიანი საქმისწარმოების (დოკუმენტის თარიღი, ნუმერაცია, ბეჭედი, საქმის მასალების შენახვა და სხვა) განხორციელებას უზრუნველყოფს მერია.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალიწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების პროექტის  საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენა და უკან დაბრუნება ხორციელდება საკანცელარიო მიმოწერის გარეშე, პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელი მერიის შესაბამისისი დარგობრივი სამსახურის უფროსის ან/და მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიერ.

8. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ იმ საკითხებზე, რომელზედაც საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტების მიხედვით გადაწყვეტილების მიღება ხდება საკრებულოს სამართლებრივი აქტებით (დადგენილება ან განკარგულება) მერიის მიერ მომზადებული შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს მერია საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს საკანცელარიო მიმოწერის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.

მუხლი 2.

წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებულ ჩანაწერებსა (სამართლებრივ ნორმებსა) და მის ამოქმედებამდე მიღებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს სამართლებ-რივი აქტებით გათვალისწინებულ ჩანაწერებს (სამართლებრივ ნორმებს) შორის კოლიზიის (წინააღმდეგობის) შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წინამდებარე დადგენილებით გათვალისწი-ნებულ ჩანაწერებს (სამართლებრივ ნორმებს).

   მუხლი 3.

1. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლა არ იწვევს ქალაქ ბათუმის მერის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ისინი ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას;

2. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რო­მ­ე­­ლიც წინამდე­ბარე დადგენილებით განისაზღვრა, როგორც . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის  უფლება­მო­სი­ლ­ე­ბ­ად, მაგრამ წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე მიკუთ­ვნ­ე­ბუ­ლი ჰქონდა                 ქ. ბათუმის მერიას ან/და მერიის შესაბამის სამსახურს, წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტი­ლებად.

 

 3. . ბათუმის მერიის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წინამდებარე დად­გე­ნი­ლ­ე­ბის ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვ­ლი­ლებების ან/და დამატებების შე­ტა­ნა ან გაუქმება (არარა ინდივიდუალურ ადმი­ნი­ს­ტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღი­არება, ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

4. წინამდებარე დად­გე­ნი­ლ­ე­ბის ძალაში შესვლამდე ქ. ბათუმის მერიის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიცეს წინამდებარე დადგენილების შესაბამი­ს­ად.

მუხლი 4.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყ­ნე­ბისთანავე.

 

 

 

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები