ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515210897
თარიღი: 2021-03-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - №გ - 1515210897

„შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადების მოწონების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ნოემბრის №87 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადების მოწონების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ნოემბრის №87 განკარგულებაში შეტანილ იქნას ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განთავსების უფლების გადაცემის მოქმედების ვადაა 31 (ოცდათერთმეტი) წელი და 6 (ექვსი) თვე.“.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამარლოში (მის: ქ.ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები