2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - №გ - 1515210896
„მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 სექტემბრის N73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 სექტემბრის N73 განკარგულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ1) „ქალაქ ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქ. №78ბ-ში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 3174,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.26.02.015) აშენებულ „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ კორპუსებში არსებული ბინების 1 კვ.მ ფართის თვითღირებულება საერთო სარგებლობის ფართთან და წილობრივ მიწასთან ერთად განისაზღვროს 1083,0 (ერთიათას ოთხმოცდასამი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, თითოეული ბინის სრული თვითღირებულება და მისი ყოველთვიური გადასახადის ოდენობა კორპუსების მიხედვით განისაზღვროს თანახმად, დანართი 1-სა და დანართი 2-სა.“.
ბ) განკარგულების პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანართი 1 და დანართი 2 ჩამოყალიბდეს ამ განკარგულებაზე თანდართული რედაქციით.
2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე