2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - №გ - 1515210895
ქალაქ ბათუმში (თამარის დასახლება) ი.გრიშაშვილის ქუჩიდან ც.დადიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთის ქუჩად ჩამოყალიბებისა და მასზედ კონსტიტუციის სახელის მინიჭება
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ ბათუმში, (თამარის დასახლება) ი.გრიშაშვილის ქუჩიდან ც.დადიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ჩამოყალიბდეს ქუჩად და მიენიჭოს კონსტიტუციის სახელი (თანახმად თანდართული სიტუაციური გეგმისა).
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წინამდებარე განკარგულების თანახმად, განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე