ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515210893
თარიღი: 2021-03-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - №გ - 1515210893

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობაში განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 4,0 კვ.მ. ფართის ორი (სულ 8 კვ.მ.) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. №05.21.21.032 და ს.კ. №05.21.21.033) განათების ბოძების მოსაწყობად, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“-სათვის (ს/კ 245383678) გადაცემის თაობაზე.
2. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონებების სარგებლობის ვადა განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით.
3. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონებების წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარით.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გა¬ც¬ნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები