ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515210575
თარიღი: 2021-02-26
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №გ-1515210575

„ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №15 განკარგულებაში შეტანილ იქნას ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართი N1-ს - „ხელმისაწვდომი საცხოვრისის კრიტერიუმები“-ს:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყე¬ნება ან/და რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე;“.
ბ) მე-2 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის (ბინა/სახლი) სტატუსი - ბინა/სახლი საკუთრებაში აქვს, ბინას/სახლს ქირაობს (ქირის ოდენობის მითითებით), ბინას/სახლს გირაობს, ცხოვრობს სხვა პირის (ნათესავის, არანათესავის, სახელმწიფოს) მიერ უსასყიდ¬ლოდ დათმობილ ბინაში/სახლში, ცხოვრობს არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართ¬ში;“.
გ) მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ოჯახი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველ ჯგუფს, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 001-მდე;“.
2. წინამდებარე განკარგულება ვრცელდება მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ შემდგომი ეტაპების სარგებლობით დაინტერესებული პირების განაცხადებზე და მათ საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები