ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515210574
თარიღი: 2021-02-26
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №გ-1515210574


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ორბი ლუქს პალასი“-ს შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ


„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანების, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარე¬ბელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუქტის „დ.ვ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპა¬ლიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ორბი ლუქს პალასი“-ს (სახელის შეცვლამდე შპს „ჯეო დეველოპმენტი“) შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს დადებულ ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ.№127-ში მდებარე 5411,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №05.26.02.118) შეძენის თაობაზე და ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №127-ში მდებარე 4956,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №05.26.02.117) შეძენის თაობაზე ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულებებით გან¬საზღვ¬რული ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ.№127-ში მდებარე 10804,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშ¬ნუ¬ლების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №05.26.02.133) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობი¬დან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები