ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515210573
თარიღი: 2021-02-26
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №გ-1515210573


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ბონდი-2009“ (ამჟამინდელი მესაკუთრე - შპს „გრანდ მაისონი“) შორის 2019 წლის 29 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 


„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგო¬მა¬რეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანების, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარე¬ბელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზი¬დენ¬ტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუქტის „დ.ვ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპა¬ლიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ბონდი-2009“-ს (2020 წლის 27 თებერვალს შპს „გრანდ მაისონ“-სა და შპს „ბონდი-2009“-ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, ზემოაღნიშნული ვალდებულებები დაეკისრა შპს „გრანდ მაისონ“-ს) 2019 წლის 29 მაისს დადებულ ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე (ჟიული შარტავას გამზირი) მდებარე 2009 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.27.05.039), ქალაქ ბათუმში ჟიული შარტავას გამზირი №18-ში მდებარე 2313 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.27.05.037) და ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე (ჟიული შარტავას გამზირი) მდებარე 4337 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.27.05.030), რომლებიც შემდგომ გაერთიანებით ჩამოყალიბდა ერთ საკადასტრო ერთეულად 05.27.05.046 (საერთო ჯამში მიწის ნაკვეთი 8652 კვ.მ.) შეძენის თაობაზე ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულებით განსაზღვრული ქალაქ ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირი №18-ში მდებარე 8652 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №05.27.05.046) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის დასრულების ვადა განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის მშენებლობის დასრულება გაიზარდოს 36 თვით - ანუ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში.
ბ) შენობა-ნაგებობის ძირითადი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მშენებლობის დასრულება გაიზარდოს 36 თვით - ანუ ხელშეკრულების გაფორმებიდან 78 თვის ვადაში.
გ) შენობა-ნაგებობის მშენებლობის სრულად დასრულება (ექსპლუატაციაში შეყვანა) გაიზარდოს 36 თვით - ანუ ხელშეკრულების გაფორმებიდან 96 თვის ვადაში.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები