ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515210299
თარიღი: 2021-01-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №გ-1515210299


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 122-ე მუხლისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისადმი ქალაქ ბათუმის N28 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის - რესან კონცელიძის 2021 წლის 13 იანვრის N236/3-52/21 წერილის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ლუკა ასათიანის ქ. N25-ში მდებარე 32,86 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (ოთახები N24 და N25 (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.22.31.001)) სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (ქირავნობა) ქალაქ ბათუმის N28 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის - რესან კონცელიძისათვის, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით, გადაცემის თაობაზე.
2. პირველ პუნქტში მითითებული ფართის წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვროს 1800 (ერთი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართ¬ლო¬ში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები