2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №გ-1515210294
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №72 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა :
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №72 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობა შემდეგი სახით:
ა) ირაკლი პატარიძე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნატალია ზოიძე - კომისიის წევრი;
გ) ნატალია ძიძიგური - კომისიის წევრი;
დ) ბესარიონ გოგოტიშვილი - კომისიის წევრი;
ე) ელგუჯა ანდრიაძე - კომისიის წევრი;
ვ) რაულ თავართქილაძე - კომისიის წევრი;
ზ) მირდატ ქამადაძე - კომისიის წევრი;
თ) ნოდარ დუმბაძე - კომისიის წევრი;
ი) დიმიტრი ჭეიშვილი - კომისიის წევრი.
კ) არჩილ მამულაძე - კომისიის წევრი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე