ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 67
თარიღი: 2020-12-23
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა   N67      

  

 

მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

 

 

შობადობის შემცირება უმეტესწილად ოჯახების განვითარებაში არსებული წინააღმდეგობე­ბით არის განპირობებული, რის საფუძველსაც ძირითადად ოჯახის არასტაბილური სო­ციალ-ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს. არსებული პრობლემის დასაძლევად მუნი­ციპალიტეტის როლი საერთო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მრავალშვილიანი ოჯახების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში მდგო­მა­რეობს. მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდი იქმნება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მისი მიზანია სოციალური, ეკონომიკური, ქალაქთმშენებლობითი ან/და სხვა მსგავსი მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში საბინაო ფონდში არსებული ბინების შესაბამის ბენეფიციარებზე/პირებზე გადაცემა, განაწილება ან სხვაგვარად განკარგვა.

მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების,  საერთო სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალი­ტეტის საკრე­ბულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დამტკიცდეს მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინე­ბით უზრუნველყოფის წინამდებარე მუნიციპალური პროგრამა.

2. პროგრამის ფარგლებში საც­ხოვ­რე­ბელი ბინები გადაე­ცე­მათ მუნიციპალიტეტის ტერი­ტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრი­რე­ბულ) ოჯახებს და იმ ოჯა­ხებს, რომელთა ოჯახის უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთერთი რეგისტრირებულია ქალაქ ბათუმში და რომ­ლებ­საც ჰყავთ 7 (შვიდი) და მეტი შვილი  შემდეგი პირობებით:

ა) პროგრამის ბენეფიციარი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება 1 (ერთი) ან 2 (ორი) საცხოვრებელი ბინით საერთო ფართით 100 კვმ-დან 130 კვმ-მდე. იმ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია 100,0 კვ.მ.-ზე ნაკლები საცხოვრებელი ფართი, უზრუნველყოფილი იქნება 1 (ერთი) საცხოვრებელი ბინით, ასეთ შემთხვევაში საკუთრებაში არსებული ბინისა და გადასაცემი ბინის საერთო ფართი ჯამში არ უნდა იყოს 100 კვმ-ზე ნაკლები და 130 კვმ-ზე მეტი. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა უფროსი შვილის წლოვანება არ აღემა­ტება 24 წელს. ნაშვილობის შემთხვევაში ნაშვილობის ასაკი უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 3 წელს. ოჯახს ბინა/ბინები გადაეცემა ოჯახის თითოეული წევრის თანასაკუთრებაში (მშობ­ლები და შვი­ლე­ბი);

ბ) ბინის/ბინების გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს გარემონტებულ მდგომარეობაში ან გარემონტების მიზნით ბინის სარემონტო სამუშაოებისათვის მერიის მიერ ერთ­ჯერადად შესაძ­ლე­ბელია გამოიყოს თანხა - 1 კვ. მ-ზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

გ) პროგრამა არ ითვალისწინებს საცხოვრებელი ბინით/ბინებით იმ მრავალშვილიანი ოჯახების უზრუნველყოფას, რომლებსაც საქველმოქმედო ორგანიზაციის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა უკვე გადაეცათ ან თუკი საკუთრებაში გააჩნიათ საც­ხოვ­­რე­ბე­ლი ფართი 100,0 კვ.მ. და მეტი ფართობით. თანაბარი პირობების მქონე ოჯახებს შო­რის უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახს;

დ) პროგრამის ბენეფიციარ ოჯახს საკუთრების უფლების მოწმობის მიღებიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ბინის/ბინების გაყიდვა, გაქი­რავება, უფ­ლებრივად დატვირთვა ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა;

ე) პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის მონაცემთა ბაზაში.

3. პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ბინის მისაღებად დაინტერესებული პირი (ოჯა­ხის უფროსი წევრები (დედა/მამა)) განცხადებით მიმართავს მერიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ოჯახის წევრთა შესახებ (წევრთა რაოდენობა, ასაკი და ა.შ.), საცხოვრებელი ფართის არ არსებობის დადასტურებისა და იმ გარემოებების შესახებ, რაც შემდგომში შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების მიღებას.

 განცხადებას უნდა ერ­თვოდეს:

ა) მშობლების ქორწინების მოწმობის დამოწმებული ასლი;

ბ) შვილების დაბადების მოწმობების დამოწმებული ასლები;

გ) პირადობის მოწმობების ასლები;

დ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“-ს მიერ გაცემული ინფორმაცია ოჯახის წევრთა სახელზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაცია/აღრიცხვის შესახებ;

ე) ინფორმაცია სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხ­ვე­ვა­ში).

4. თუ განცხადება აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ პირობებს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მრავალშ­ვი­ლიან ოჯახზე ბინის/ბინების გადაცემის თაო­ბაზე თანხ­მო­ბის მისაღებად მიმართავს საკრებულოს. საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპა­ლი­ტეტის აღმასრულებელი ორ­განო იღებს გადაწყვეტილებას მრავალშვილიან ოჯახზე საც­ხოვ­­რე­ბელი ბინის/ბინების სა­კუთ­რებაში (ოჯახის წევრთა თანა­სა­კუთ­რე­­ბაში) გადაცემისა და შესაბა­მისი საკუთრების უფ­ლე­ბის მოწმობის გაცემის თაობაზე, რის საფუძ­ველზეც უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ოჯახის წევრთა საკუთ­რე­ბის უფლება და ამ განკარგულე­ბის მე-2 პუნქტის „დ“ ქვე­პუნ­ქ­ტით გათვალისწინებული შეზღუ­დ­ვა.

5. ამ პროგრამის მიზნებისათვის ბინის გარემონტებული მდგომარეობა გულისხმობს:

ა) მო­წესრიგებული ფასადი და სახურავი;

ბ) სან-ტექნიკური დანადგარები (ცივი წყალი, კანალიზაცია, ტრაპი);

გ) ჩართული საკომუნიკაციო ქსელები (ცივი წყალი, კანალიზაცია, ტრაპი);

დ) ბინის კონ­ტუ­რის კედლები; ბინის შიდა ტიხრები;

ე) ფანჯრები; კარები;

ვ) ტიხრებისა და კონტურის კედლების შელესვა;

ზ) შეღებილი შიდა კედლები;

თ) ელ. გაყვანილობა (თითო ოთახზე ორი ელ. წერტილი);

ი) ოთა­ხებში დაგებული ლამინირებული პარკეტი;

კ) დამონტაჟებული შიდა კარები;

ლ) კეთილმოწ­ყო­ბი­ლი სამზარეულო (ავეჯის გარეშე);

მ) კეთილმოწყობილი სველი წერტილები.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                             სულიკო თებიძე 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები