ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა (საკრებულოს სხდომა (შეკრება) ჩატარდება 2022 წლის 12 აპრილს, დღის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №42
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 26/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.132.016460).
მუხლი 4.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე