2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N64
ქალაქბათუმისმუნიციპალიტეტისსაკუთრებაშირეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქ. N91-ში მდებარე 45 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთანდაკავშირებითქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქლაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქ. N91-ში არსებული 45,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.23.12.037) ინგა ჯინჭარაძისათვის (პ/ნ 610040001962) პირდაპირი განკარგვის წესით, 05 წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
2. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 1 500,0 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონება ინგა ჯინჭარაძეს პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაეცეს იმ პირობით, რომ იგი დაფარავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და ემზარ ზოიძესა და ვალენტინა ჩერნინას შორის ადრე არსებულ, 2017 წლის 28 ივლისის სარგებლობის ხელშეკრულებით ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქ.N91-ში არსებულ 45,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.23.12.037) ახალი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის არსებულ სარგებლობის საფასურის დავალიანებას.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე