ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 63
თარიღი: 2020-12-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N63

  

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშიარსებული,სარგებლობის უფლებით, აუქციონისწესით განსაკარგი ქონებისსაწყისი წლიურისარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ

 

                                

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპა­ლი­ტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

 

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით აუქციონის წესით განსაკარგი უძრავი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფა­სური, თანახმად დანართისა.

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა წინამდებარე განკარ­გუ­ლებით გათვალისწინებული ობიექტის სარგებლობაში განკარგვის შესახებ და განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამარ­თლოში (მის:  ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დად­გენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              სულიკო თებიძე

 

 

დანართი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები