ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 62
თარიღი: 2020-12-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N62

  

„ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართაშერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019წლის 28 თებერვლის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციარ­თა შერ­ჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №15 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართი №2 - „ხელმისაწვდომი საცხოვრისის ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტი“ ჩამოყალიბდეს ახალი, თანდართული რედაქციით.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო  სასამართლოში (მის: ქ.ბა­თუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.     

 

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       სულიკო თებიძე

 

 

დანართი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები