ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 60
თარიღი: 2020-12-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N60

 

  

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებთან  გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID 19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის №21განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობებზე დაწესებული შეზღუდ­ვების გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექ­სი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კო­დექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებთან გაფორ­მე­ბუ­ლი ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებე­ბი­სადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკ­რებულოს 2020 წლის 30 აპრილის №21 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გარდა ამ განკარგულების 12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ქალაქ ბათუმის მუნი­ციპა­ლიტეტის ქონების სარგებლობის (მათ შორის პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების) უფ­ლე­ბით მიმღებ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწ­ვეუ­ლი შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით, განხორციელდეს ამ ხელშეკრულებებით გათ­ვა­ლისწინებული სარგებლობის (მათ შორის პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადა­ცე­მის) საფასურის (ქირა, საზღაური და სხვა) შემცირება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების განმავლობაში (ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების/შეზ­ღუდვის ვადით) გადასახდელი თანხის ოდენობით, შემდეგი წესით: წლიურ საფასურს გამო­აკ­ლ­დება ეკო­ნომიკური საქმიანობის შეჩერების/შეზღუდვის პერიოდისათვის გადასახდელი თანხის ოდე­ნო­ბა, თვეების გაანგარიშებით (ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების/შეზღუდვის დაწყების და დასრულე­ბის თვეები იან­გა­რიშება სრუ­ლად, მიუხედავად ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების/შეზღუდ­ვის დაწყე­ბის და დასრუ­ლე­ბის თარიღისა).“.

ბ) განკარგულებას 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, ქალაქ ბათუმის მუნი­ციპა­ლიტეტის ქონების სარგებლობის (მათ შორის პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების) უფლებით მიმღებ პირებ­თან გაფორმებული ხელშეკრულე­ბების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვ­ლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით, განხორციელდეს ამ ხელშეკრულებებით გათვალისწი­ნებუ­ლი სარგებლობის (მათ შორის პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადა­ცე­მის) საფასურის (ქირა, საზღაური და სხვა) შემცირება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო დაწესებული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების/შეზღუდვის ვადაში (დეკემბერი, იანვარი) გადა­სახ­დე­ლი თანხის ოდენობით, შემდეგი წესით: წლიურ საფასურს გამო­აკ­ლდება ეკონომი­კუ­რი საქ­მია­ნობის შეჩე­რე­ბის/შეზღუდვის პერიოდისათვის (დეკემბერი, იანვარი) გადასახდელი თანხის ოდე­ნობა.“.

გ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განემარტოთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის (მათ შორის პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების) უფლებით მიმღებ პირებს, რომ ხელშეკრულებების ახალი კორონავი­რუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებები­სადმი მისადაგებისათვის საჭიროა მათი, როგორც დაინტერესებული პირების მოთ­­­ხოვნა (შესაბამისი შინაარსის განცხადება), რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს 2021 წლის 01 მაისამდე. ასეთი განცხადების არ არსებობა განიხილება ხელშეკ­რუ­ლების შეცვლილ გარე­მოებებისადმი მისადაგებაზე უარის თქმად და სახელშეკრულებო ურთიერთობები გაგრძელდება არსებული პირობებით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები