ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 59
თარიღი: 2020-12-11
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N59

  

ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის, სარგებლობის/მართვის უფლებითმიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვისდაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების დაპრივატიზებული ან/და სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის  შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობისმიცემის შესახებ“  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის№20განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობებზე დაწესებული შეზღუდ­ვების გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექ­სი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კო­დექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. „ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის, სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების და პრივატიზებული ან/და სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემული ქონების მიმ­ღე­ბის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუ­მის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის №20 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ნების­მიე­რი ვალდებულების (გარდა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა) შესრუ­ლე­ბის ვადა წარმოეშვათ/წარმოეშობათ 2020 წლის 1 მარტიდან და მიმართავენ ქალაქ ბათუმის მუნიციპა­ლი­ტე­ტის მერიას პრივატიზებულ, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუს­რუ­ლებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით, აღნიშ­ნუ­ლი განკარგულებისა და მერის შესაბამისი აქტის საფუძველზე, მიეცემათ დამატებით 8 (რვა) თვის ვადა ხელშეკრულების პირო­ბე­ბის შესრულებისათვის და სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან. დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება 2020 წლის 1 ივლი­სი­დან იმ პირების მიმართ, ვისაც ეს ვალდებულება წარმოეშობა 2020 წლის 1 ივლისამდე, ხოლო იმ პირებს, ვისი ვალდებულების შეს­რულების ვადა დადგება 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვალდებულების შესრუ­ლე­ბის ვადის დადგ­ომის დღი­დან;

ბ) იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 01 თებერვლამდე წარმოეშობათ საპ­რი­ვა­ტი­ზებო ან/და სარგებლობის (მათ შორის პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადა­ცე­მის) საფასურის გადახდის ვალდებულება და 2021 წლის 01 მაისამდე მიმართავენ ქალაქ ბათუმის მუნიცი­პა­­ლი­ტე­ტის მერიას საფასურის გადახდისათ­ვის დამატე­ბითი ვადის მიცემის მოთ­ხოვნით, აღნიშ­ნუ­ლი განკარგულებისა და მერის შესაბამისი აქტის საფუძ­ველზე მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატი­ზე­ბო/სარ­გებლობის (მათ შორის პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადა­ცე­მის) საფასუ­რის გადასახ­დელად არაუგვიანეს 2021 წლის 01 ივნისამდე და გათა­ვი­სუფ­ლ­დებიან აღნიშნული ვალდებუ­ლების შეუს­რულებლობის გამო დარიც­ხუ­ლი/დასარიცხი პირგასამტეხ­ლო­ს­გან.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

ქალაქბათუმისმუნიციპალიტეტის

საკრებულოსთავმჯდომარე                                                                              სულიკოთებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები