2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N58
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისსაკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულებით დამტკიცებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების გეგმის (დანართი 2) 76-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
№ |
მისამართი |
ობიექტის დასახელება |
საკადასტრო კოდი |
ობიექტის მონაცემები |
საწყისი საპრივატი- ზებო სა- ფასური (ლარი) |
აუქციონის ფორმა (უპირობო/ პირობე- ბიანი) |
ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდი ან/და პერიოდულობა |
|
მიწის ფართობი (კვმ) |
შენობის ფართი (კვმ) |
|||||||
76 |
ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა №75 |
არასაცხო-ვრებელი ფართი |
05.28.01.003.01.502 |
- |
107,30 |
307780,00 |
პირობიანი |
ხელშეკრულების გაფრომებიდან 3 თვეში |
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე