ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 55
თარიღი: 2020-11-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N55


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე 2101,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.23.03.015) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით N1 (შადრევანი), მოვლა-პატრონობის მიზნით სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები