ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 52
თარიღი: 2020-11-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N52


„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 ოქტომბრის №77 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 ოქტომბრის №77 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პოზიტიური პირობით - უნდა მოხდეს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემული 73,70 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-სათვის საკუთრებაში გადაცემა, იმ პირობით, რომ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადასცემს ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. N25-ში მდებარე 50,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს/კ 05.21.28.005), რომელსაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკა სიმბოლურ ფასად 1 ლარად 49 წლის ვადით გადასცემს სარგებლობაში შპს „პიაცა ჰლდინგს“. ხოლო, შპს „პიაცა ჰლდინგი“ დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით განსაზღვრულ, ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. N25ე-ში მდებარე 73,70 კვ.მ. ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.21.28.020.01.503) საპრივატიზებო ღირებულებას - 157 000,0 (ასორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარს აუნაზღაურებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამარ¬თლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დად¬გენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები