ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 46
თარიღი: 2020-10-16
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N46

 

„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის №24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების 163 მუხლის პირველი პუნქტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაყვანის შეჩერების გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის №24 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განემარტოთ ნებართვის მფლობელებს, რომ ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებისათვის საჭიროა მათი, როგორც დაინტერესებული პირების, მოთხოვნა (შესაბამისი შინაარსის განცხადება), რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაყვანის აღდგენიდან პირველი ვადამოსული გადასახდელი ნებართვის გაცემის ფასის გადახდის თარიღამდე. ასეთი განცხადების არ არსებობა განიხილება ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებისადმი მისადაგებაზე უარის თქმად და სახელშეკრულებო ურთიერთობები გაგრძელდება არსებული პირობებით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები