ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 44
თარიღი: 2020-09-03
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N44

 

საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო
ღონისძიებების გამართვის მიზნით შენობა-ნაგებობის
გამოყოფის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით გამოიყოს ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობა, მდებარე ქალაქ ბათუმის ბულვარში.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შენობაში საარჩევნო ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარება განხორციელდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ შენობაში განსახორციელებელ (ჩასატარებელ) კულტურულ და სხვა ღონისძიებებს, რისთვისაც N79-ე ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიას და საზაფხულო თეატრის ადმინისტრაციას ეთხოვოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა.
3. წინამდებარე განკარგულების შესახებ ეცნობოს N79-ე ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები