2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N43
საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და შეზღუდვების გათვალისწინებით, სააგიტაციო მასალის გავრცელება (გამოფენა), მათ შორის საარჩევნო პლაკატების გაკვრა მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობით დასაშვებია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე (შენობათა ფასადებზე და სხვა), გარდა წინამდებარე განკარგულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული და მესამე პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში მდება¬რე ობიექტებისა.
2. აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიე¬რებსა და ექსტერიერებში განთავსება/გაკვრა.
3. გარდა წინამდებარე განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თამარ მეფის გამზირზე, ბაქოს ქუჩაზე, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის ხეივანში და მის ორივე მხარეს არსებულ ქუჩაზე, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე და ბათუმის ზღვისპირა ბულვარის (ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორია) ტერიტორიაზე არსებულ ყველა გარე განათების ბოძზე;
გ) შავშეთისა და ბაქოს ქუჩების გადაკვეთიდან იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებულ წრიულამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხარეს, იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებული წრიულიდან ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე ილია ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს, ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩისა და მისი გაგრძელების წარმოსახვითი ხაზის გავლით შავი ზღვის სანაპირომდე ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კენტ მხარეს აღნიშნული ადგილიდან ზღვის სანაპიროს გავლით შავშეთის ქუჩის გაგრძელების წარმოსახვით ხაზთან გადაკვეთამდე ზღვის სანაპიროს ჩათვლით და აღნიშნული ადგილიდან წარმოსახვითი ხაზის შავშეთის ქუჩასთან შეერთებამდე მოქცეულ ტერიტორიულ ზონაში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე, გარდა სამშენებლო ტერიტორიების შემოსაზღვრული დროებითი ღობეებისა, სარეკლამო ბილბორდებისა, აგრეთვე გარდა საარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის, საარჩევნო პერიოდში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით განთავსებული დროებითი ნაგებობებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, სადაც განთავსებულია საარჩევნო სუბიექტების ოფისები (ტექსტური ნაწი-ლი);
დ) ბათუმის ზღვისპირა ბულვარის იმ ტერიტორიაზე (ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორია) არსებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე, რომელიც არ არის მოქცეული ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში (ტექსტური ნაწილი).
4. განკარგულების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვები არ ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობების ფანჯრების, ვიტრაჟებისა და სხვა ღიობების მინების შიდა მხრიდან პლაკატების განთავსებაზე.
5. წინამდებარე განკარგულების მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში განისაზღვროს ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად განთავსდება სტენდები:
ა) ევროპის მოედანი;
ბ) საოცრებათა მოედნის მიმდებარე ტერიტორია;
გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25) არსებული სკვერი;
დ) ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, ეკლესიის მიმდებარედ არსებული სკვერი;
ე) ახალ ბულვარში რესტორან „აჭარული სახლი“-სა და რესტორან „კოშკი“-ს მიმდებარე ტერიტორია;
ვ) ახალ ბულვარში აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია;
ზ) ახალ ბულვარში ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია.
6. წინამდებარე განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე განთავსდეს თანაბარი რაოდენობის სტენდები.
7. წინამდებარე განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ადგილებზე განთავსებული სტენდები რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდეს თანაბრად. სააგიტაციო მასალის გამოკვრა და გამოფენა განხორციელდეს იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების თანაბარი შესაძებლობა ისარგებლონ სააგიტაციო მასალის გამოსაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილებით. საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვს დასახელებულ საარჩევნო სტენდზე გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არაუმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ. (A2 ფორმატი). ერთ ადგილას ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება ამ ადგილას დადგმული სტენდების ფართობის გათვალისწინებით (ამ მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია თითოეულ სტენდზე განათავსოს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი), მაგრამ სტენდები დადგმული უნდა იყოს იმ რაოდენობით, რომ თითოეულმა საარჩევნო სუბიექტმა თითოეულ ადგილზე განათავსოს მინიმუმ ერთი საარჩევნო პლაკატი მაინც.
8. დამტკიცდეს წინამდებარე განკარგულების მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიული ზონის საზღვრების რუკა, თანახმად დანართისა (გრაფიკული ნაწილი).
9. წინამდებარე განკარგულების მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიული ზონის ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება ტერიტორიული ზონის გრაფიკულ ნაწილს.
10. წინამდებარე განკარგულების აღსრულება და ამ მიზნით შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების გატარება დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.
11. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე