2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N42
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკისათვის“ უზუფრუქტის უფლებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა უზუფრუქტის უფლებით სასყიდლიან სარგებლობაში ერთი წლის ვადით, შპს „ქალაქ ბათუმის N1 პოლიკლინიკას“ გადასცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება:
1.1. ქ. ბათუმში კახაბრის დასახლებაში (აეროპორტის გზატკეცილი N55) მდებარე 572,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.32.01.628) განთავსებული 426,40 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან 292,0 კვ.მ. ფართი (I სართული);
1.2. ხელვაჩაურის რაიონში სოფელ გონიოში (ქ. ბათუმი, აფსაროსის ქ. მე-3 შესახვევი N2) 578,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე N1 შენობის პირველ სართულზე არსებული 192,66 კვ.მ. ფართი (საკადასტრო კოდი №05.36.24.309.01.500).
2. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების (ორი ობიექტი) წლიური სარგებლობის საფასური (სიმბოლური) განისაზღვროს 1000,0 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართ¬ლო-ში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე