2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის #331 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის #331 განკარგულებაში და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული დანართი - ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამა, თანხით 450 000 ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე