ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 39
თარიღი: 2020-08-13
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N39


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სახალხო აკადემია“-სათვის უსასყიდლო უზუფრუქტის
ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქ.N6-ში მდებარე 67,18 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (საკადასტრო კოდი 05.21.09.011.01.531) 2 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სახალხო აკადემია“-სათვის (ს.კ. 445583538) სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლო¬ში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები