ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 38
თარიღი: 2020-07-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N38

 


„შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადების მოწონების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ნოემბრის N87 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე /ავტობუსებში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადების მოწონების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ნოემბრის N87 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართით განსაზღვრული ელექტრონული აუქ¬ცი¬ონის ფორმით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ავტობუსებზე რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემის პირობები განისაზღვროს ამ განკარგულებაზე თანდართული რედაქციით.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

 

 

დანართი

„დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა“

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის
N38 განკარგულებით

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ავტობუსებზე რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემის პირობები

 

1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემის საგანია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ (შემდგომში - „უფლების გამცემი“) მუნიციპალური ავტობუსების გარე ფასადზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე საერთო ფართით არაუმეტეს 4482,3მ2 და ასევე მუნიციპალური ავტობუსების დამატების /რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში დამატებით არაუმეტეს 672 მ.2 - რაც საერთო ჯამში წარმოადგენს 5154.3 კვ.მ.-ს. რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება (შემდგომში - „განთავსების უფლება“), რაც მოიცავს ავტობუსების მარჯვენა, მარცხენა და უკანა საქარე მინებს, მთელ კონსტრუქციას, წინა საქარე მინის გარდა.
2. უფლების მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე უფლების გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში, უფლების მიმღებსა და უფლების გამცემს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ინფორმაციის ან/და სოციალური რეკლამის ან/და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე უფლების გამცემის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსების მიზნით უსასყიდლოდ გადას¬ცემს უფლების გამცემს საერთო სარეკლამო ფართიდან, ინფორმაციისა და სოციალური რეკლამის განთავსებისათვის საჭირო ფართს.
3. ამ სააუქციონო პირობებით გათვალისწინებული განთავსების უფლება გავრცელდება უფლების გამცემის მუნიციპალურ ავტობუსებზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე - საერთო ფართით 4482.3 კვ.მ. და ასევე მუნიციპალური ავტობუსების დამატების/რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში დამატებით არაუმეტეს 672 მ.2 საერთო ჯამში განთავსების უფლება გავრცელდება 5154.3 კვ.მ ფართზე. ამასთან, უფლების მიმღები თავად განსაზღვრავს რა პროპორციით აითვისებს აღნიშნული ოდენობის სარეკლამო ფართს ავტობუსების გარე ფასადზე.
4. განთავსების უფლების გადაცემის მოქმედების ვადაა 30 (ოცდაათი) წელი.
5. განთავსების უფლების საწყისი საფასური შეადგენს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (შემდგომში - „საფასური“).
6. სავაჭრო ბიჯი შეადგენს 100 000 (ასი ათასი) ლარს.
7. ამ აუქციონის შედეგად დადგენილი საფასური გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 45 სამუშაო დღის ვადაში.
8. აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია „ბე“-ს სახით გადაიხადოს 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი, რომელიც უფლების მიმღებს ჩაეთვლება განთავსების უფლების საფასურში.
9. უფლების გამცემი უფლებამოსილია დაიტოვოს „ბე“ და არ დაუბრუნოს იგი აუქციონში გამარჯვებულს, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებული პირის მიზეზით არ გაფორმდა ხელშეკრულება ან/და
ბ) ხელშეკრულება ცალმხრივად იქნა შეწყვეტილ უფლების გამცემის მიერ, იმის გამო, რომ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა არ გადაიხადა უფლების საფასური ამ პირობების მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში.
10. უფლების მიმღებს უფლება აქვს, უფლების გამცემის თანხმობით გაასხვისოს რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ იგივე პერიოდით და იგივე შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც მოქმედებს მის მიმართ.
11. უფლების მიმღები უფლებამოსილია რეკლამის განთავსების მიზნით საკუთარი ხარჯით დაამონტაჟოს, შეცვალოს (გააუმჯობესოს) ან მოხსნას ავტობუსებზე რეკლამის განთავსების ადგილას არსებული შესაბამისი სარეკლამო საშუალება/კონსტრუქცია /მექანიზმი (ასეთის არსებობის ან საჭიროების შემთხვევაში) უფლების გამცემის უფლებამოსილი სამსახურების/თანამშრომლების თანხმობით და მეთვალყურეობის ქვეშ.
12. უფლების მიმღებისთვის ცნობილია, რომ მუნიციპალური ავტობუსების მიმართ, მათი მწყობრიდან გამოსვლის, თუ სხვა ტექნიკური მიზეზების გამო პერიოდულად საჭიროა ტექნიკური/სარემონტო მომსახურების სამუშაოების ჩატარება, რა დროსაც უფლების გამცემი ვალდებულია სამუშაოების ჩატარება უზრუნველყოს გონივრულ ვადაში, ხოლო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სარეკლამო საშუალების მოცდენა, უფლების გამცემის ბრალის მიუხედავად, არ ნიშნავს უფლების გამცემის მიერ ხელშკრულებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დარღვევას და არ იწვევს იმ შედეგებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით ან წინამებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია; ასევე უფლების მიმღებისათვის ცნობილია, რომ მუნიციპალური ავტობუსები ნაწილი მათი ექსპლუატაციის გამო დროთა განმავლობაში შესაძლებელია გამოვიდეს მწყობრიდან და უვარგისი გახდეს ექსპლუატაციისათვის, რა დროსაც უფლების გამცემი უზრუნველყოფს მათ ჩანაცველებას შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების გავლით გონივრულ ვადაში, ხოლო აღნიშნული პერიოდის განმავ¬ლობაში სარეკლამო საშუალების მოცდენა (რეკლემის განთავსებისათვის დადგენილი ფართის კლება), უფლების გამცემის ბრალის მიუხედავად, არ ნიშნავს უფლების გამცემის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დარღვევას და არ იწვევს იმ შედეგებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით ან წინამებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია;
13. უფლების გამცემი ვალდებულია, წინასწარი წერილობითი და/ან ზეპირი გაფრთხილებიდან 02 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს უფლების მიმღების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამის ადგილას, რეკლამის განთავსების/დემონტაჟის პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.
14. ავტობუსებზე განთავსებული სარეკლამო მასალის შინაარსს განსაზღვრავს უფლების მიმღები და იგი არ საჭიროებს უფლების გამცემთან შეთანხმებას. უფლების მიმღები თავად უზრუნველყოფს მის შესაბამისობას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და ასევე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებართვის, ლიცენზიის ან თანხმობის მოპოვებას.
15. უფლების მიმღებსა და უფლების გამცემს შორის ამ სააუქციონო პირობების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
15.1. მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით. დაუშვებელია უფლების მიმღების მიერ ხელშეკრულების შეწ¬ყვეტა უფლების გამცემის თანხმობის გარეშე, გა¬რ¬და ამ პუნქტის 15.1.4. ქვეპუნქტით გათვალის¬წინებული შემთხვევისა;
15.1.2. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად ამ პუნქტის 15.1.3. და 15.1.4. პუნქტების შესაბამისად;
15.1.3. უფლების გამცემის მიერ ხელშეკრულება ცალმხვივად ვადამდე შეიძლება მოი¬შა¬ლოს (შეწყდეს):
15.1.3.1. თუკი უფლების მიმღები მიზნობრივად არ იყენებს განთავსების უფლებას;
15.1.3.2. განთავსების უფლების გამოყენებისას უფლების მიმღები არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;
15.1.3.3. უფლების მიმღები უფლების გამცემის გაფრთხილების მიუხედავად, არ აღმოფღვრის დარღვევას და ასევე მნიშვნელოვნად აზიანებს ქონებას ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საიშროებას;
15.1.3.4. უფლების მიმღების მიერ სახელშეკრულებო საზღაურის დადგენილ ვადაში გადაუხდ¬ლობის შემთხვევაში;
15.1.3.5. უფლების მიმღები პირის მიერ გაფრთხილების მიუხედავად ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში;
15.1.3.6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
15.1.4. უფლების მიმღების მიერ ხელშეკრულება ცალმხვივად ვადამდე შეიძლება მოიშალოს (შეწყდეს):
15.1.4.1. არ მოხდა უფლების გამცემის მიერ უფლების მიმღები პირიათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემა და უფლების გამცემი ვერ შესძლებს ამ ნაკლის გამოსწორებას გონივრულ ვადაში;
15.2. სახელშეკრულებო ვადის გასვლის გამო.
16. ამ პირობების 15.1.2.-15.1.4.1. ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევბში, მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ იგი წერილობით გააფრთხილებს და მისცემს დამატებით გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწო-რებლად მეორე მხარეს და აღნიშნული ვადის განმავლობაშიც დარღვევა არ იქნება გამოსწორებული.
17. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობი-სათვის:
17.1. ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისას, მიუხედავად იმისა შეწყდა თუ არა ხელშეკრულება, უფლების მიმღებს უფლების გამცემის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
17.2. ხელშეკრულების უფლების მიმღების მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში, უფლების გამცემის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას, უფლების მიმღბს, 17.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გარდა, უფლების გამცემის სასარგებლოდ ასევე პირგასამტეხლოს სახით დამატებით დაეკისრება, მთლიანი სახელშეკრულებო საზღაურის 2%-ის გადახდა.
18. მხარეები გამოყოფენ უფლებამოსილ თანამშრომლებს, რომელიც უზრუნ-ველყოფენ წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდე-ბულებების შესრულებას/კონტროლს.
19. თუ უფლების გამცემის ავტობუსებზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე, აუქციონში გამარჯვებულ¬თან ხელშეკრულების გაფორმებამდე, უფლების გამცემის მიერ მესამე პირ(ებ)თან გაფორმებულია რეკლამის განთავსების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები, ხელშეკრულების გაფორმებით უფლების მიმღები ხდება უფლების გამცემის უფლებამონაცვლე და მას გადაეცემა აღნიშნული ხელშეკრულებებით უფლების გამცემის მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობები, ამასთან, ფინანსური მოთხოვნები გადაეცემა მხოლოდ დარჩენილი პერიოდის პროპორციულად. უფლების გამცემის მიერ გაუწეველი (უფლების გადაცემის შემდგომი) მომსახურებისათვის მესამე პირებისაგან წინასწარ (ავანსად) მიღებული თანხა უფლების გამცემის მიერ უნდა გადაეცეს უფლების მიმღებს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 დღის ვადაში.
20. უფლების მიმღები ვალდებულია დაიცვას შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მოქმედი ტექნიკური უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესები. ამასთან, უფლების მიმღებმა რეკლამის განთავსებისას, ასევე მისი გავრცელების მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქონებით იმგვარი სარგებლობა, რომელიც არ გამოიწვევს უფლების გამცემის ქონების დაზიანებას, სანიტარულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების, საწარმოს ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების, უფლების გამცემის და უფლების გამცემის ქონებით კანონიერი უფლების მიმღები პირის უფლებების და კანონიერი ინტერსების დარღვევას.
21. უფლების გამცემი პასუხს არ აგებს მესამე პირის მიერ უფლების მიმღებისათვის მიყენებულ ზიანზე, მათ შორის, რეკლამის ან/და რეკლამის გავრცელების საშუალებების დაზიანების შემთხვევაში.
22. მხარეებს შორის აუქციონის შედეგების შესაბამისად დადებული ხელშეკრულება სააუქციონო პირობებთან ერთად შეიძლება შეიცავდეს დამატებით დებულებებს, რომელიც არ გამოიწვევს უფლების გამცემის და უფლების მიმღების წინამდებარე პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მდგომარეობის გაუარესებას (ვალდებულებების გაზრდას და/ან დამძიმებას).
23. უფლების მიმღები ვალდებულია წინასწარ, 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე წერილობით და/ან ზეპირად აცნობოს უფლების გამცემს ობიექტზე რეკლამის განთავსების თაობაზე, რათა უფლების გამცემმა უზრუნველყოს უფლების მიმღების უფლებამოსილი პირის მიერ რეკლამის განთავსება და რეკლამის განთავსების პროცესის მეთვალყურეობა უფლების გამცემის უფლებამოსილი თანამშრომლის მეშვეობით.
24. უფლების მიმღების მიერ ვალდებულებების დარღვევის გამო, უფლების გამცემის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, უფლების მიმღებს გადახდილი საფასური არ დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში თუ უფლების გამცემის მიერ ვალდებულებების დარღვევის გამო უფლების მიმღები ვადამდე, ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას, აგრეთვე თუ უფლების გამცემი კანონმდებლობის საფუძველზე, ვადამდე, ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის დაკავშირებული უფლების მიმღების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევასთან, ხელ-შეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის ვადაში, უფლების გამცემი უზრუნველყოფს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის, აუდიტორის მიერ შეფასებული უფლების ღირებულების (დარჩენილი პერიოდის გათვალისწინებით) უფლების მიმღებისთვის დაბრუნებას. ამასთან, უფლების ღირებულება შეფასებულ უნდა იქნეს „დიდ ოთხეულში“ შემავალი აუდიტორული კომპანიის მიერ.
25. თუ რეკლამის გავრცელების შედეგად დაზიანდა ქონება/უფლების გამცემის მოძრავი ქონება, ან რეკლამის დემონტაჟმა გამოიწვია მისი ვიზუალის დარღვევა, უფლების მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული ქონების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (მათ შორის ავტობუსის საღებავის საფარის აღდგენა).
26. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების და/ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების სახით, რომელსაც ექნება იგივე იურიდიული ძალა რაც წინამდებარე ხელშეკრულებას.
27. მხარეებს შორის სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი კომუნიკაცია წარიმართება წერილობითი ფორმით, მატერიალური ან ელექტრონული სახით (ელ.ფოსტით ან შეტყობინების სხვა ტექნიკური საშუალებით), სახელმწიფო ენაზე. ამასთან, მატერიალური წერილობითი შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს საფოსტო გზავნილით, უშუალო გადაცემით და ტექნიკური საშუალებებით (ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვ.). ეს პუნქტი ვრცელდება მხარეთა შორის კომუნიკაციის ამ საუქციონო პირობებით გათვალისწინებულ ყველა იმ შემთხვევაზე, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციის წერილობით ფორმას.
28. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით. ურთიერთმოლაპარაკების გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეები დავის გადაჭრის მიზნით მიმართავენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები