ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა (საკრებულოს სხდომა (შეკრება) ჩატარდება 2022 წლის 12 აპრილს, დღის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №36
2020 წლის 16 ოქტომბერი
ქალაქი ბათუმი
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აგვისტოს №22 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats-ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 22/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016445) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს ამ დადგენილებაზე თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 01 დეკემბრიდან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: