2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის ზოლში მოხვედრილი, ქ. ბათუმში, შავშეთის ქ. №29-ში მდებარე ფართებში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინების განაწილების სიის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №12 განკარგულებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის „ბათუმი ბარაკების გარეშეს“ მე-3 თავის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიღებული იქნას „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის „ბათუმი ბარაკების გარეშე“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №12 განკარგულებით გათვალისწინებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე განლაგებულ ავარიულ, ბარაკულ ან/და ამორტიზებულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წინადადება ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის ზოლში მოხვედრილი, ქ. ბათუმში, შავშეთის ქ. №29-ში მდებარე ფართებში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინების განაწილების სიის დამტკიცების შესახებ, თანახმად კომისიის სხდომის 2012 წლის 22 თებერვლის თანდართული ოქმისა.
2. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის „ბათუმი ბარაკების გარეშე“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №12 განკარგულების შესაბამისად, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის ზოლში მოხვედრილი, ქ. ბათუმში, შავშეთის ქ. №29-ში მდებარე ფართებში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინების განაწილება მოხდეს შემდეგი სიის მიხედვით:
ა) ოსმან აბაშიძეს (პ/№61006008308) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №1ა საცხოვრებელი ბინა (მე-3 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.001ა) საერთო ფართით 35,20 კვ.მ;
ბ) ასლან ბერიძეს (პ/№61005005406) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №4ა საცხოვრებელი ბინა (მე-4 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.004ა) საერთო ფართით 35,20 კვ.მ;
გ) მაია ქოქოლაძეს (პ/№61006034417) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №7ა საცხოვრებელი ბინა (მე-5 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.007ა) საერთო ფართით 35,20 კვ.მ;
დ) თემურ შაინიძეს (პ/№61001057832) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №10ა საცხოვრებელი ბინა (მე-6 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.010ა) საერთო ფართით 35,20 კვ.მ;
ე) ზია ზოიძეს (პ/№61003004495) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №16ა საცხოვრებელი ბინა (მე-8 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.016ა) საერთო ფართით 35,20 კვ.მ;
ვ) ვაჟა სარიძეს (პ/№61006034716) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №19ა საცხოვრებელი ბინა (მე-9 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.019ა) საერთო ფართით 35,40 კვ.მ;
ზ) მურმან ხოზრევანიძეს (პ/№58001020999) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №22ა საცხოვრებელი ბინა (მე-10 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01. 022ა) საერთო ფართით 35,40 კვ.მ;
თ) ნათელა ბერიძეს (პ/№61008001567) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №25ა საცხოვრებელი ბინა (მე-11 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.025ა) საერთო ფართით 35,40 კვ.მ;
ი) როლანდი დემურაძეს (პ/№61006001697) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №28ა საცხოვრებელი ბინა (მე-12 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.028ა) საერთო ფართით 35,40 კვ.მ;
კ) გენადი კაკაბაძეს (პ/№61001067436) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №38ა საცხოვრებელი ბინა (მე-3 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.038ა) საერთო ფართით 37,10 კვ.მ;
ლ) ნანი ირემაძეს (პ/№61003000619) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №42ა საცხოვრებელი ბინა (მე-4 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.042ა) საერთო ფართით 37,10 კვ.მ;
მ) ციური ხინკილაძეს (პ/№61003012033) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №54ა საცხოვრებელი ბინა (მე-7 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.054ა) საერთო ფართით 37,10 კვ.მ;
ნ) ნიაზ დავითაძეს (პ/№61001047197) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №58ა საცხოვრებელი ბინა (მე-8 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.058ა) საერთო ფართით 37,10 კვ.მ;
ო) რეზო თურმანიძეს (პ/№61003002599) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №62ა საცხოვრებელი ბინა (მე-9 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.062ა) საერთო ფართით 37,50 კვ.მ;
პ) თამილა იბრაგიმოვას (პ/№61006048115) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №70ა საცხოვრებელი ბინა (მე-11 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.070ა) საერთო ფართით 37,50 კვ.მ;
ჟ) ამირან ბარამიძეს (პ/№61003007537) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №74ა საცხოვრებელი ბინა (მე-12 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.074ა) საერთო ფართით 37,50 კვ.მ;
რ) ანჟელა ონსუზიანის (პ/№61003008998) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №78ა საცხოვრებელი ბინა (მე-13 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.078ა) საერთო ფართით 37,50 კვ.მ.
ს) მამია შაინიძეს (პ/№61003011378) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №78ა საცხოვრებელი ბინა (მე-13 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.078ა) საერთო ფართით 37,50 კვ.მ;
ტ) ზია ზოიძეს (პ/№61003004495) საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №82ა საცხოვრებელი ბინა (მე-14 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.082ა) საერთო ფართით 37,50 კვ.მ.
3. დაევალოს ქ. ბათუმის მერიას (რ. ჩხაიძე) წინამდებარე განკარგულების აღსრულების მიზნით მოამზადოს და საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგინოს განკარ-გულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის ამავე პუნქტით გათვალისწი-ნებული საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე