2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ბათუმის ცენტრალურ პარკში ფოსტის მონუმენტის განთავსების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბათუმის ცენტრალურ პარკში, განთავსდეს ფოსტის მონუმენტი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზის, ადგილმდებარეობის) მიხედვით.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწი-ნებული ბიუსტის განთავსებას, თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ა(ა)იპ „გაერთიანებული საფოსტო კავშირი“.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე