ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 34
თარიღი: 2020-06-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N34


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უზუფრუქტის ფორმით სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები) სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 122-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა გასცეს აღმასრულებელი ორგანოს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უზუფრუქტის ფორმით სსიპ „ბათუმის ბულვარის“-ს სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები) 2019 წელს იჯარით მოსარგებლე და არსებული ხელშეკრულების მქონე პირებისათვის სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით 2020 წლის 01 ნოემბრამდე ვადით სარგებლობაში გაცემაზე, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადგენილი ფასის შესაბამისად.
2. აღნიშული თანხმობა არ გავრცელდეს იმ მოიჯარეებზე, რომლებსაც აქვთ დავალიანება უზუფრუქტუარის წინაშე (გავრცელდეს მხოლოდ დავალიანების გადახდის შემთხვევაში), მოიჯარეებზე რომლებზეც სარგებლობის წესით გაცემული იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული/რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა ან/და მისი ნაწილი, ასევე საიჯარო ხელშეკრულებებზე, რომლებიც ითვალისწინებდა შოურუმის მოწყობას.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები