ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 32
თარიღი: 2020-06-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N32


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, სვიშევსკის ქ. №1-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 108-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, სვიშევსკის ქ.№1-ში მდებარე 27031,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N1 (დანგრეული), N2 (დანგრეული), N3 (დანგრეული), N4 (დანგრეული), N5 (დანგრეული), N6 (დანგრეული), N7 (დანგრეული), N8 (დანგრეული), N9 (დანგრეული), (საკადასტრო კოდი: 05.30.10.294).
2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაცია.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები