ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 43
თარიღი: 2012-12-25
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ

 

2012 წლის 17 თებერვლის №01-10/917 წერილით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინის­ტ­რო ითხოვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ხუთი ერთეული არასაცხოვრებელი ფართი, სამი ერთეული საცხოვრებელი ფართი და შპს „სამედიცინო განათლების“ 100%-ანი წილი, შემდგომში მათი სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ     :

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას  უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს თვითმმართველი . ბათუმის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება:

1.1. . ბათუმში, ქუთაისის . 27-ში მდებარე 49,6 კვმ არასაცხოვ­რე­ბე­ლი ფართი, 1 644 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერ­თად (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #05.01.36.001.01.508);

1.2. . ბათუმში, მ. აბაშიძის/მაზნიაშვილის . 15/6-ში მდებარე 46,4 კვმ არასაცხოვ­რე­ბე­ლი ფართი, 845,81 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერ­თად (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #05.01.08.003.01.510);

1.3. . ბათუმში, მ. აბაშიძის . 9-ში მდებარე 60,22 კვმ არასაცხოვ­რე­ბე­ლი ფართი,                1 954 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერ­თად (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #05.01.09.001.01.502);

1.4. . ბათუმში, კ. გამსახურდიას . 19-ში მდებარე 184,9 კვმ არასაცხოვ­რე­ბე­ლი ფართი,            1 286,9 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერ­თად (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #05.01.11.003.01.500);

1.5. . ბათუმში, მ. აბაშიძის/მაზნიაშვილის . 15/6-ში მდებარე 28,5 კვმ არასაცხოვ­რე­ბე­ლი ფართი, 845,81 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მასზე წილობრივად მიმაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერ­თად (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #05.01.08.003.01.508);

 2. თვითმმართველ ქ. ბათუმზე უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადმოსაცემი საცხოვრებელი ფართიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის დათმობილ იქნას:

2.1. ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, კომპლექს „ბათუსი“-ს მოპირდაპირედ ფიზიკურ პირ კორნელი კემულარიას მიერ მშენებარე მაღლივ საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე 132 კვ.მ. საერთო ფართის ბინის („ა“ ბლოკი; მე-4 სადარბაზო; მე-9 სართული; ბინა #11) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიღების უფლება.

2.2. ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, კომპლექს „ბათუსი“-ს მოპირდაპირედ ფიზიკურ პირ კორნელი კემულარიას მიერ მშენებარე მაღლივ საცხოვრებელ კომპლექსში 134 კვ.მ. საერთო ფართის ბინის („ა“ ბლოკი; მე-4 სადარბაზო; მე-8 სართული; ბინა #11) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიღების უფლება.

2.3 ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, კომპლექს „ბათუსი“-ს მოპირდაპირედ ფიზიკურ პირ კორნელი კემულარიას მიერ მშენებარე მაღლივ საცხოვრებელ კომპლექსში 132 კვ.მ. საერთო ფართის ბინის („ბ“ ბლოკი; მე-7 სადარბაზო; მე-9 სართული; ბინა #11) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიღების უფლება.

3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას  უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს     შპს „სამედიცინო განათლება“-ს თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული 100%-ნი წილი (საიდენტიფიკაციო კოდი #245435523);

4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე წინამდებარე განკარგულების 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული ქონების გადაცემა მოხდეს:

ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა;

ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ იგი არ მოახდენს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას;

სხვა შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება უბრუნდება თვითმმართველ ქ. ბათუმს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს ქონების კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.

5. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამი-ნისტროს (. ბოლქვაძე), უზრუნველყოს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონების მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.

6. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოში (მის: . ბათუმი, ზუბალაშვილის . #30) მისი კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს  . ბათუმის მერია.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.    

 

  

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები