2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N30
ქალაქ ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილისთვის წმინდა სევერიანე აჭარელის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილს (ავტოსადგურიდან ბონის კულტურის სახლამდე) მიენიჭოს წმინდა სევერიანე აჭარელის სახელი (თანახმად თანდართული სიტუაციური გეგმისა).
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წინამდებარე განკარგულების თანახმად, განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: