2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №30
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1.
დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2.
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებაზე შემოტანილ განცხადებებზე.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: