ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 28
თარიღი: 2020-06-30
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №28

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 28/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016478).

მუხლი 2.
გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირები გათავისუფლდნენ გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან (მათ შორის „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის №37 დადგენილების (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 04/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016127) საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებისაგან), რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილების ამოქმედების დღიდან.


მუხლი 3.
დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 2 (ორი) თვის ვადაში შეიმუშაოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარმოუდგინოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესი, რომლითაც მოწესრიგებული იქნება გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისათვის ქირისა და სხვა აუცილებელი საკითხები.

მუხლი 4.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები